საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს კორონავირუსის ეპიდემიის ეტაპობრივ დაძლევას: „ნოვოსტი-საქართველო“

საქართველოში სპეციალისტების რჩევების დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია ვირუსის დაძლევა მოხდეს ეტაპობრივად, ასეთი აზრი გამოთქვა  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „ნოვოსტი-საქართველო“.  

მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის ეპიდემიოლოგებს აქვთ ინფორმაცია ინფექციის  ყველა დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

მთავრობის მიზანი იყო ინფექციის ინფიცირების შემთხვევები გაზრდილიყო არა მკვეთრად, არამედ ეტაპობრივად.

„სხვადასხვა მოდელები აჩვენებენ, რომ უმოქმედობის შემთხვევაში  ვირუსის გავრცელების პიკს  უნდა დაველოდოთ პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 7-8 კვირის შემდეგ. ჩვენ ამჟამად ვიცით ყველა შმთხვევა და ისიც თუ რომელი რომელთანაა დაკავშირებული“, – აღნიშნა მან.  

გაბუნიას თქმით, დაცული უნდა იყოს “ძალიან აქტიური სოციალური დისტანცია”. ის თვლის, რომ ამ შემთხვევაში, დაავადების პიკი  იქნება 7-8-ე კვირაში, შესაძლებელია , რომ  ეს მომენტი საერთოდაც არ დადგეს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close