მთავარისაზოგადოება

კორონავირუსის ვაქცინას ერთ წელზე ადრე არ უნდა ველოდოთ; ჯანმო

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო მზა და ეფექტურ ვაქცინას ერთ წელზე ადრე არ უნდა ველოდოთ. ამჟამად ასეთი ვაქცინის წარმოებაზე ლაპარაკი არ არის.  ,,ინტერფაქსს“ განუცხადა რუსეთში ჯანმოს წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა.
მისი თქმით, ვაქცინის შექმნა მრავალეტაპიანი და გრძელვადიანი პროცესია და იგი მოიცავს არა მხოლოდ თავად პრეპარატის სინთეზს, არამედ კლინიკურ კვლევებს.
”ამიტომაც მზა ვაქცინის მოლოდინი შეიძლება მოხდეს არა უგვიანეს ერთი წლის შემდეგ”, – აღნიშნა ვუინოვიჩმა.
”რაც შეეხება ტესტ-სისტემებს, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის რუსეთის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრი ,,ვექტორი“ შედის ჯანმოს რეფერენს ლაბორატორიების გლობალურ რეესტრში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დაეხმარონ ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულ დიაგნოზირებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში”, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button