რა სამკურნალო საშუალებები გამოიყენება სომხეთში კორონავირუსის მქონე პაციენტების სამკურნალოდ?

სომხეთის საავადმყოფოებში არის ჰიდროქსიქლოროქსინი, რომლითაც უკვე 3 დღეა მკურნალობენ კორონავირუსის მქონე პაციენტებს. მანამდე, ასევე გამოყენებული იქნა ორი ანტივირუსული პრეპარატის კომბინაცია, რომელიც ადრე გამოიყენებოდა შიდსის სამკურნალოდ. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა.
მისი თქმით, სომეხ ექიმებს ჯერ არ აქვთ საკუთარი მონაცემები კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისას ერთი ან რამდენიმე წამლის ეფექტურობის შესახებ, ამიტომ მკურნალობის მეთოდის არჩევანი ემყარება იტალიის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების პარტნიორების მონაცემებს.
წინასწარი გადაწყვეტილებით, პნევმონიის მქონე პაციენტებს, ისევე როგორც მათ, ვისაც ამჟამად პნევმონია არ აქვთ, მაგრამ ქრონიკული დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფებიან, აზითრომიცინთან ერთად უნიშნავენ ჰიდროქსიქლოროქსინს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰიდროქსიქლოროქსინი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც, ზოგიერთი ცნობით, შეიძლება ეფექტური იყოს კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაშიც.