საზოგადოება

საქართველოს საბაჟო პუნქტები კორონავირუსის გამო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდნენ

ტვირთების გადაზიდვა ქვეყნის ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება, ხოლო ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები შემოსვლას თითოეული ქვეყნის საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტით შეძლებენ.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო აკრძალულია ქვეყანაში უცხოეთის ყველა მოქალაქის შემოსვლა, ხოლო ტვირთის გადაზიდვა გარკვეული წესებით მიმდინარეობს.

ინფორმაციის თანახმად, ტვირთების გადაზიდვა ქვეყნის ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება, ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, შემოსვლას თითოეული ქვეყნის საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტით შეძლებენ და, ამასთან, გრაფიკით – 10:00-დან 18:00 საათამდე.

ეს პუნქტებია:

თურქეთის რესპუბლიკა

  • ნებადართულია მხოლოდსარფისსაბაჟოგამშვები პუნქტიდან;
  • კარწახისადავალესსაბაჟოგამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

  • ნებადართულია მხოლოდწითელი ხიდისსაბაჟოგამშვები პუნქტიდან;
  • ლაგოდეხის“, „სამთაწყაროსადამტკვარისსაბაჟოგამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

რუსეთის ფედერაცია

  • ნებადართულიაყაზბეგისსაბაჟოგამშვები პუნქტიდან.

სომხეთის რესპუბლიკა

  • ნებადართულია მხოლოდსადახლოსაავტომობილოსსაბაჟოგამშვები პუნქტიდან;
  • გუგუთის“, „ახკერპისადანინოწმინდისსაბაჟოგამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

შემოსავლების სამსახური ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა შემოსულს შეამოწმებენ ეპიდემიოლოგები, რომლებიც გაესაუბრებიან მათ, გაზომავენ სხეულის ტემპერატურას და შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზს შეკრებენ.

ამის შემდეგ მოქალაქეებს, სიმპტომების მიხედვით, სავალდებულო კარანტინში ან საავადმყოფოში მოათავსებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button