სომეხი ექიმები არ ნებდებიან კორონავირუსს – “სასწრაფოს” ცეკვა

ექიმების ცეკვის ვიდეო ძალიან მოეწონა ქსელის ბევრ მომხმარებელს. ადამიანები შანსს არ უშვებენ ხელიდან, მადლობა გადაუხადონ ექიმებს რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობისთვის.
ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც სომხეთში ,,სასწრაფო დახმარების“ თანამშრომლებმა მასტერკლასი ჩაატარეს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა მოიხსნან სტრესი რთული სამუშაო დღის შემდეგ. ექიმები ცეკვავდნენ სომხურ ჰიტზე “ლი-ლი” პირდაპირ ქუჩაში, და როგორც ვიდეოს გამავრცელებელი ამბობს, ამისათვის მიზეზი იყო.
“მათი სიხარულის ან მწუხარების მიზეზი ხალხის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ძვირფასო ექიმებო და კოლეგებო, თქვენი მუშაობა ფასდაუდებელია იმიტომ, რომ მუშაობთ დღე და ღამე და ტაშის ღირსი ხართ. დაე, უფრო მეტი მიზეზი იყოს სიხარულისთვის”, – წერს ქსელის მომხმარებელი.
მომხმარებლებმა შეაფასეს ვიდეო, ბევრმა გააზიარა იგი და მადლობა გადაუხადა იმ ექიმებს, რომლებმაც ოც დღეზე მეტხანს იმუშავეს 24-საათიან რეჟიმში. ბევრმა მომხმარებელმა დატოვა სევდიანი კომენტარები. “ღმერთმა დაიფაროს ისინი, მათ კი ჩვენი ჯანმრთელობა”, “კარგია, რომ ისინი პოულობენ სიხარულის მიზეზებს ასეთი სტრესის დროს”, “დადგება დღე, როდესაც ყველანი ერთად ვიცეკვებთ შალახოს”, ჯან! ,,ალბათ გამოჯანმრთელებული პაციენტები წაიყვანეს სახლში“, ,,ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს და ერთად ვიცეკვებთ ”,”ყოჩაღ ჩვენს ექიმებს ”, ”ვამაყობ და ამავდროულად ვდარდობ ”.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის. აკრძალულია ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა, აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებები. დახურულია საგანმანათლებლო და კულტურული ინსტიტუტები.
თუმცა, მიღებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი. ამასთან დაკავშირებით, 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, დაწესდა შეზღუდვები მოქალაქეების გადაადგილებაზე მთელ ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ სახლი მხოლოდ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, პასპორტის და განცხადების შევსებული ფორმით. ამ კვირაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოთა გარდა სხვა ორგანიზაციების მუშაობა შეჩერებულია, დაწესებულია შეზღუდვა მოქალაქეების გადაადგილებაზე. ნებადართულია სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების მუშაობა.