პოლიტიკა

სომხურ-ქართული ერთიანი გადაწყვეტილება. ერევნისა და თბილისის დრო

ვიცე-პრემიერ მინისტრმა, საგანგებო მდგომარეობის კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა ამ დღეებში განაცხადა, რომ სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა სატელეფონო საუბრით უნდა განიხილონ კორნავივირუსის ეპიდემიის პირობებში ტვირთგადაზიდვებისთვის  წარმოქმნილი პრობლემები და მათი რაც შეიძლება სწრაფად გადალახვის მექანიზმები.

საგანგებო მდგომარეობაა სომხეთსა და საქართველოში, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ამავე დროს, საყურადღებოა ის, რომ როგორც სომხეთი, ასევე საქართველო ცდილობენ მაქსიმალურად საკუთარი ძალისხმევით მართონ სიტუაცია, თუმცა ახალი მსოფლიო  ვითარების მხედველობაში მიღებით შესაძლოა შეიგრძნობა დიდი პოლიტიკის სუნთქვა.

ეს მოითხოვს მოქნილობის მნიშვნელოვან ხარისხს, როგორც ეპიდემიის, ასევე  ეპიდემიის შემდგომ პერიოდში, რაც შესაძლებელია საკუთარი ძალების მაქსიმალური ეფექტურობის პირობებში. ამავე დროს, არსებობს, რა თქმა უნდა, მიმდინარე საკითხები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ სტრატეგიული სიღრმის შეცვლა. ხოლო ამ სიღრმეში არის ის, რომ პოსტ-ეპიდემიური სამყაროს გაურკვეველი სილუეტები სულ ერთია განაგრძობენ აქტუალობაში ამყოფონ ერთი გარკვეული რეგიონალური გარემოება: კავკასიის უსაფრთხოების სისტემა იქნება ან თურქულ-აზერბაიჯანული ან სომხურ-ქართული, ხოლო სხვა ძალოვანი ცენტრები იპოზიციონირებენ ამ ან იმ კონტექსტში.

სომხეთი და საქართველო ბუნებრივი მოკავშირეები არიან და ამ ალიანსის გააზრებას შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური საგანგებო სიტუაციისა და კრიზისის პირობებში.

შესაბამისად, ერევანმა და თბილისმა უნდა ჩაატარონ როგორც დისკუსიები მიმდინარე თემების შესახებ, ასევე სტრატეგიული დიალოგი ეპიდემიის შემდგომი სამყაროს შესახებ. უფრო მეტიც, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირებთან ბრძოლის ერთობლივი გეგმების განხილვა, მათ შორის, და მით უმეტეს, ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრის მხრივ, განსაკუთრებით პოსტეპიდემიურ პერიოდში.

ზოგადად, სომხეთის და საქართველოს ეკონომიკებში არსებობს მრავალი ეგრეთ წოდებული გეო-ეკონომიკური და პოლიტიკური განსხვავება, არამარტო დასავლეთ-რუსეთთან მიმართებაში, არამედ განსაკუთრებით ქართულ ეკონომიკაში თურქულ-აზერბაიჯანული დიდი წარმომადგენლობითობის გარემოებაში. მეორეს მხრივ, საქართველოსთვის, სწორედ ეს გარემოება ასევე არსებითად ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას ფართო გაგებით, და თბილისს შესაძლოა ჰქონდა  ამაში დარწმუნების არაერთი დამაფიქრებელი საბაბები.

გლობალური კრიზისი, მსოფლიო ეკონომიკის არსებითი რეკონსტრუქციით და ტრანსფორმაციის ერთი შეხედვით  გარდაუვლად მიჩნეული პერსპექტივით, საქართველოსთვის შეიძლება გახდეს  შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი ეკონომიკური სტრუქტურა და თანაფარდობა, რითაც უსაფრთხოების მხრივ ამდენად მჭიდროდ განეიტრალდება მთელი რიგი გამოწვევები სტრატეგიული პერსპექტივისთვის.

საქართველოსთან სტრატეგიული პერსპექტივების შემუშავება და მათი რეალიზაციის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იქნება ერევანისთვისაც. ზოგადად, ახალი ვითარება ერევანისა და თბილისის დროა, თუ მხარეები გამოავლენენ მზადყოფნას ერთობლივი დისკუსიებისთვის, გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკური ნებისყოფისთვის. ყოველ შემთხვევაში, ერევანი ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას ამ მხრივ და მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მას ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close