ეკონომიკა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 18.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

,,პირველი არხის” ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 18.6 მლრდ აშშ დოლარი (53.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 105.1 პროცენტია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18.6 მლრდ აშშ დოლარი (53.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 105.1 პროცენტია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 729.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალმა 529.5 მლნ აშშ მოიმატა, საკურსო ცვლილებების გამო – 141.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 33.9 და სხვა ცვლილებების გამო – 23.9 მლნ აშშ დოლარით.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ სახელმწიფო საგარეო ვალი  7.9 მლრდ აშშ დოლარზე (22.6 მლრდ ლარი) დაფიქსირდა, რაც მშპ-ს 44.4 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 449.7 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 832.5 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 866.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).

ასევე, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.5 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალი – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისი ვალი – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის 89.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

ამასთან, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.7 მლრდ აშშ დოლარი (30.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60.5 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია (12.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.6 პროცენტია.

2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 45.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 39.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 5.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2019 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 449.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 199.3 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

ნახეთ მეტი
Back to top button