როგორ მუშაობს სომხეთის პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციის პირობებში

საგანგებო სიტუაციის დღეებში სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის მუშაობის სტილისა და გარფიკის შესახებ დაინტერესდა „სპუტნიკი არმენია“. როგორც ამ პორტალის კორესპოდენტს აცნობეს, მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის პირობებში პრეზიდენტ არმენ სარგსიანის სამუშაო გრაფიკში, სამუშაო განაწესში, ისევე როგორც პრეზიდენტის აპარატის განაწესში და პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის შესვლისა და გასვლის წესებში შეტანილი იქნა გარკვეული შეზღუდვები და ცვლილებები.
„პრეზიდენტი აგრძელებს მუშაობას თავის ჩვეულ სამუშაო დღის წესრიგით, ატარებს შეხვედრებს, დებატებს, განხილვებს, მაგრამ მათი ფორმა გარკვეულწილად შეიცვალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციში დაინერგა ელექტრონული სისტემა, კომუნიკაციები ხდება ძირითადად ვიდეო და ელექტრონული გზით, პირადი კონტაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი“, – ამის შესახებ „სპუტნიკ არმენიას“ განუცხადეს პრეზიდენტის აპარატიდან.
პრეზიდენტი სარგსიანი უპირატესობას ანიჭებს ადამიანთა მცირე ჯგუფთან შეხვედრას, სატელეფონო საუბრებს, ვიდეო-სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს.
ზოგადად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საპრეზიდენტო შეხვედრების დროს, მკაცრად დაცულია უსაფრთხოების მკაცრი წესები, მათ შორის, ნიღბების ტარება, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება და განსაკუთრებით სოციალური დისტანციის შენარჩუნება. მიღებულ ზომებს გაგებით ეკიდება შეხვედრის ყველა მონაწილე, მიიჩნევენ ამას პასუხისმგებლობისა და მზრუნველობის გამოვლენად.
უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, ყოველდღიურად ხდება პრეზიდენტის ოფისის ყველა თანამშრომლისა და ვიზიტორების სიცხის გაზომვა, დეზინფექცია ხორციელდება პრეზიდენტის აპარატის შენობებსა და კაბინეტებში.
ვითარების გამო, გაუქმებულია საქმიანი ვიზიტები საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით. გამონაკლისი იყო პრეზიდენტის ბოლოდროინდელი სამუშაო ვიზიტი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტიდან 14 აპრილამდე, ხოლო საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა 25 მარტიდან. ის ვინც დაარღვევს შეზღუდვებს, დაექვემდებარება ადმინისტრაციულ ჯარიმას ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.