
McKinsey & Company საკონსულტაციო კომპანიამ შეიმუშავა კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების რამდენიმე სცენარი. ამის შესახებ განაცხადა „COVID-19 საყოველთაო შიშის ფონზე“ ინტერნეტ-დებატისას McKinsey & Company საკონსულტაციო კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ანდრე ანდონინმა.
როგორც news.am-ი აღნიშნავს, ანდრე თქმით, თუ ვირუსს კონტროლის ქვეშ მოვაქცევთ 2-3 თვის განმავლობაში, მაშინ შედეგებიც შესაძლებელია მალე გადაილახოს. მაგრამ, საშუალო, არცთუ ისე ოპტიმისტური სცენარით, მსოფლიოში ეპიდემიისგან მიყენებული ზარალის გამოსწორებას ორი წელი დასჭირდება.
„ამჟამად, ჩვენი ვარაუდით, თუ 2-3 თვის განმავლობაში ვირუსის კონტროლს მოვახერხებთ, მსოფლიო მშპ ამა წლის მეორე კვარტალში 4.9% -ით დაეცემა, ხოლო 2020 წლის ბოლოს 1.5% -ით“, – თქვა მან.
ანდონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგნოზი დამოკიდებულია ქვეყნების მიხედვით. შედეგები ევროზონაში უარესი იქნება. ამრიგად, მეორე კვარტალში მოსალოდნელია მშპ 9.5% (4,4% -მდე) დაცემა. ასე რომ, ევროპა ერთი კვარტალით უკან ჩამორჩება მსოფლიოშ დანარჩენებს . თუ ჩინეთი და იაპონია დარჩებიან იმავე დონეზე, როგორც ახლა არიან, მესამე კვარტალში იაპონია მიაღწევს მშპ-ს 0% ზრდას, ჩინეთი – მინუს 0.4% და აშშ კი აღმოჩნდება ამ მაჩვენებლების შუაში.
კიდევ ერთი, ნაკლებად ოპტიმისტური სცენარის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა დანგრევის შემდეგ მხოლოდ 2022 წლის მესამე კვარტალშია შესაძლებელი. მშპ დაეცემა 4.7%, ევროზონაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მიაღწევს 9.7%, ხოლო ჩინეთში – 2.7%.
„ეს კრიზისი აშშ-ში ყველაზე დიდი იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მშპ-ც მინუს 8% -დან 13% -მდე იმერყევებს“, – თქვა მან.
ამავე დროს, ანტონიანმა თქვა, რომ შედეგები მერყეობენ ეკონომიკური სფეროს მიხედვით. მაგალითად, საცალო ვაჭრობა ახლა წინ იწევს, ნავთობისა და გაზის სექტორი რეცესიაშია, ისევე როგორც ფუფუნების საგნებით ვაჭრობაც.
იგი თვლის, რომ ცხოვრება არ იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო.