მთავარისაზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებულები უკვე გადამდები არიან სიმპტომების გამოვლენიდან ორი დღით ადრე. დევიდ ნაბარო

News.am-ის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული ადამიანი გადამდებია პირველი სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე და სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამის შესახებ “COVID-19. საერთო შიშის წინააღმდეგ“ ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა  COVID-19-ის საკითხებით ჯანმოს სპეციალურმა დესპანმა ნაბარომ.
მისი თქმით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების უმეტესობის შემთხვევაში ინფიცირების შემდეგ, პირველი სიმპტომებია რამდენიმე დღის განმავლობაში სუნის და გემოს შეგრძნებასთან დაკავშირებული პრობლემები. შემდეგ კი იწყება ხველა, შებოჭილობა გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება.
დევიდ ნაბარომ შეახსენა, რომ ეს ვირუსი ჯერ კიდევ ახალია და ამის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ხოლო მასთან დაკავშირებით სხვა ვირუსების შესახებ მონაცემების გამოყენება არასწორია. კერძოდ, ცნობილი არაა, იძენენ თუ არა დაავადებაგადატანილი პირები  იმუნიტეტს დაავადების მიმართ. გარდა ამისა, ჯერ კიდევ მცირე მონაცემებია იმის შესახებ, თუ როგორ იტანენ ახალგაზრდები დაავადებას.

ბოლო დროს წინასწარი მონაცემები ვრცელდება იმის შესახებ, რომ იტალიაში, მაგალითად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უფრო მეტი ახალგაზრდაა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა და რომელი მედიკამენტებია ნამდვილად ეფექტური.
შეგახსენებთ, რომ ახალი კოროვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 600 000-ს უახლოვდება. Worldometers.info/coronavirus/- ის ცნობით, 28 მარტის 11:35 საათის  მდგომარეობით მსოფლიოში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების 598,032 შემთხვევა, დაიღუპა 27,371, გამოჯანმრთელდა 133 391 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button