საზოგადოება

საქართველო მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში: თენგიზ ცერცვაძე

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები რჩევას ღებულობენ ქართველი  ეპიდემიოლოგებისაგან  კოროვირუსთან ბრძოლის საკითხში.  ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მისივე თქმით, ყოველდღე,  ექსპერტები  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უკავშირდებიან მას, რათა  გაეცნონ ქართველი ეპიდემიოლოგების გამოცდილებას  კორონავირუსთან ბრძოლაში.

„არ ვიცი საიდან მოდის ეს თვითდამცირების ტენდენცი,  რომ სხვები აუცილებლად ჩვენზე უკეთესები არიან. რომელი მოდელი უკეთესია დღეს? გულწრფელად რომ გითხრათ, არავინ არ არის ჩვენზე უკეთესი. ისინი ჩვენგან მაგალითს იღებენ. ეს ცნობილია, ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც აცხადებს. ჩვენ ყოველდღე ვუკავშირდებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს: გერმანიას, საფრანგეთს, ესპანეთს და ვაძლევთ რჩევებს.  ჩვენ ორშაბათს გვაქვს ჩართვა აშშ ტეხასის შტატთან და მათ ჩვენგან  უნდა მიიღონ კონსულტაციები“,-  თქვა ცერცვაძემ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველომ 18 მარტს დახურა საჰაერო სამსახური, ქვეყანაში ჩამოსული ყველა ადამიანი საკარანტინოში ზონაში თავსდება ორი კვირის განმავლობაში. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გარდა ამისა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა  აღმოსავლეთ საქართველოს ორი რეგიონისთვის – ბოლნისისა  და მარნეულისთვის, სადაც სულ 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ჯერჯერობით მარნეულში ეპიდემიური აფეთქება არ  გამოვლენილა.

ნახეთ მეტი
Back to top button