მთავარისაზოგადოება
სომეხი მომღერალი აზნავურის სიმღერებს უმღერის კარანტინში მყოფ ბრიუსელელებს (ვიდეო)
სომეხი მომღერალი ტიგრან ხანჯარიანი, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ცხოვრობს და საფეხბურთო კლუბ „ფიუნიკის“ ყოფილი მეკარეა, აივნიდან შარლ აზნავურის სიმღერებს მღერის.
Rusarminfo- ს ცნობით, ყოველ დღე, ერთდაიმავე დროს მომღერალი გადის აივანზე და მღერის ბრიუსელელი მოქალაქეებისათვის. მაყურებელი მოხიბლულია მისი შესრულებით.
ახლომდებარე შენობების მაცხოვრებლები რეგულარულად გამოდიან აივნებზე, რომ მოისმინონ მისი შესრულება.
ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 3 მაისამდე გააგრძელოს ქვეყანაში დაწესებული საკარანტინო რეჟიმი.