ეკონომიკა

საქართველო და რუსეთი სომხეთის ტვირთისთვის „მწვანე ზონას“ უზრუნველყოფენ. პრემიერ მინისტრი კომპანიების ხელმძღვანელებს

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთავრობაში მსხვილი ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც გვაცნობეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: ”ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ ვაწარმოოთ ჩვენი ოპერაციების კოორდინაცია და უზრუნველვყოთ მაქსიმალური პირობები ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტისთვის და ჩვენს ქვეყანაში იმპორტისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დღეებში ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს ქართველ და რუს კოლეგებთან და მივიღეთ შეთანხმება, რომ როგორც საქართველო, ასევე რუსეთი  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტვირთებისთვის უზრუნველყოფს ეგრეთ წოდებულ “მწვანე ზონას”. ანუ, საქართველოს ტერიტორიით და ზემო ლარსში ცალკე ზონა გამოიყოფა სომხეთის ტვირთისთვის. რა თქმა უნდა, შეთანხმება პოლიტიკურ დონეზე არის შეთანხმება, მაგრამ ჩვენ ის ჯერ რეალობად გავხადოთ და განვახორციელოთ”.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოური ვალუტის და ლოჯისტიკური საკითხების გათვალისწინებით, მთავრობამ დაამტკიცა კოროვირუსული შედეგების განეიტრალების ანტი-კრიზისული ღონისძიებების რამოდენიმე პროგრამა, რომლებითაც შემოთავაზებული ინსტრუმენტების მეშვეობით ნახევრდება მეწარმეების რისკები, შეღავათიანი სესხის, მათ შორის ნულოვანი პროცენტით სესხების შეთავაზებით.

ნახეთ მეტი
Back to top button