მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი, ასევე გაიზარდა კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვიც – 5114.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 108-ს მიაღწია.

ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 263 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00–დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა.

ნახეთ მეტი
Back to top button