მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია 532-ს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 532-მდე გაიზარდა. ერთ დღეში 50 ადამიანს  ტესტის დადებითი შედეგი ჰქონდა.  ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალინა ნიკოღოსიანმა გაავრცელა ფეისბუქის საკუთარი გვერდზე.

„23 მათგანი კარანტინში იმყოფებოდა,  24  კი  –  მათთან დაკავშირებული შემთხვევებია. სამი შემთხვევის კონტაქტების დაზუსტება ხდება“, – წერს ის.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინ იყო 482.

30 მარტს მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში რეგისტრირებული 482 პაციენტიდან 14-ს მძიმე მდგომარეობაშია, 1 კი უკიდურესად  მძიმე მდგომარეობაა.

ხოლო  ორი მძიმედ დაავადებული პაციენტის მდგომარეობა კი საიმედოა და რომ ისინი მალე უკეთესობისაკენ წავლენ.

მოგვიანებით მინისტრმა გააკეთა განცხადება,  რომ 49 და 60 წლის პაციენტები გადაყვანილ იქნენ  ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან სამკურნალო განყოფილებაში.  

შეგახსენებთ,  რომ კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა სომხეთში დაფიქსირდა 1 მარტს. ინფიცირებული იყო 29 წლის მამაკაცი, რომელიც ერევანში ჩამოვიდა ირანიდან  და გაიწერა საავადმყოფოდან.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close