პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით სომხეთის მთავრობამ მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს კოროვირუსის უარყოფითი შედეგების განეიტრალებისადმი მიმართული ანტიკრიზისული ზომები.
კერძოდ, წარმოდგენილი იქნა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის, მაღალტექნოლოგიური, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროში მიზნობრივი ინვესტიციების / განვითარების პროგრამების განხორციელებისა და ხელშეწყობისადმი მიმართული სხვადასხვა წინადადებების პაკეტები.
როგორც „არმენპრესს – ს განუცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, გარდა მთავრობის წინა სხდომაზე დამტკიცებული პროგრამებისა, ასევე წარმოდგენილი იქნა წინადადებები გარკვეული სოციალური ჯგუფების მხარდაჭერისთვის.
პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა დაავალა, რომ წამოყენებული წინადადებების საფუძველზე დამუშავდეს სპეციალური ღონისძიებები და ქმედებების ზუსტი გეგმა. ნიკოლ ფაშინიანმა პასუხისმგებელ პირებს დაავალა დაასრულონ ყველა მოსამზადებელი სამუშაობი, რათა მთავრობის ანტიკრიზისული პაკეტების ერთი ნაწლისაგან ბენეფიციარებმა უკვე ხვალიდანვე შესძლონ სარგებლობა, როგორც ეს იყო გამოცხადებული 26 მარტის სხდომაზე.