საზოგადოება

ერევნის მეტრო 39 წლის განმავლობაში პირველად არ მუშაობს

ერევნის კომენდანტის  ახალი გადაწყვეტილებით შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საქმიანობა, გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა.

კარენ დემირჭიანის სახელობის  ერევნის მეტრო დაკეტილია. ინფორმაცია განთავსებულია მეტროს ფეისბუქის გვერდზე.

„ძვირფასო მგზავრებო, კომენდატის  ბრძანებით, საგანგებო სიტუაციებში გადაადგილების გარკვეული სახეობებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებია დაწესებული  12 აპრილამდე, მათ შორის. ახალი გადაწყვეტილებით შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც, გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვათა შორის,  ტაქსები ნებადართულია.

„სპუტნიკ არმენიის“ კორესპოდენტთან  საუბარში მეტროს სპიკერმა ტათევიკ ხაჩატრიანმა თქვა, რომ 39 წლის განმავლობაში მეტროს შეჩერება პირველად მოხდა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close