მთავარისაზოგადოება

კანონი კორნავირუსის პაციენტთა „მეთვალყურეობის შესახებ“ ძალაში შედის სომხეთში

სომხეთში ძალაში შევიდა კანონი კორონავირუსით დავადებულების „თვალთვალის“ შესახებ. წერს „რუსარმინფო“.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა ამ დღეებში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს,  რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ გააკონტროლონ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების კონტაქტების წრე.

ამან საზოგადოებაში დიდი რეზონანსი და მსჯელობა გამოიწვია. ცვლილებები ითვალისწინებს კორონავირუსით დაავადებული მოქალაქეების კონტაქტების ონლაინ მონიტორინგს. მათ დასჭირდებათ სმარტფონებისთვის მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამების ჩამოტვირთვა.

აპლიკაციების გამოყენებით, შესაბამის ორგანოებს ექნებათ წვდომა მოქალაქეების ადგილმდებარეობის, მათი გადაადგილების, კონტაქტების და მათთან დაკავშირებულ ტელეფონის ნომრებზე, ზარების გადაგზავნაზე, აგრეთვე ზარებზე, გარდა მათი შინაარსისა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close