მთავარისაზოგადოება

მეცნიერებმა იპოვნეს კავშირი ბცჟ (BCG) ვაქცინასა და კორონავირუსს შორის: medRxiv

ამერიკის შეერთებული შტატების  ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს მოულოდნელი კავშირი  ბცჟ (BCG)   ტუბერკულოზის საწინააღმდეგო  ვაქცინასა  და კორონავირუსული ინფექციის შემცირებასთან. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა medRxiv– ზე.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც ბცჟ არ გამოიყენება, COVID-19-მ  ყველაზე მეტად მიაყენა ზიანი. მათ გაანალიზეს მონაცემები კორონავირუსის დაავადების შესახებ აშშ-ში, ირანში, იტალიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც ბცჟ  ვაქცინაცია არასდროს ყოფილა გამოყენებული, ან ახლახან დაიწყო. როგორც გაირკვა ამ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების საშუალო დონე ოთხჯერ მეტია ვიდრე საერთოდ მსოფლიოში.  უფრო მეტიც, ამ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც  აღემატება  სხვა ქვეყნებს.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ვაქცინირებულია ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ, აქვთ სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი. ეს აშკარად ჩანს ბრაზილიის მაგალითში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close