აპრილის ოთხდღიანი ომის მეოთხე წლისთავი
ოთხი დღის წინათ, 2016 წლის 1 აპრილს, მოწინააღმდეგის ინციატივით დაიწყო მიანი ყარაბაღის დაცვის არმიისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ე.წ. „ოთხდღიანი ომი“.
ხელჩართული ბრძოლა წარიმართა განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთის (ჰადრუთის) და ჩრდილო-აღმოსავლეთის (მართაკერტის) მიმართულებებით.
აზერბაიჯანი მოელოდა სწრაფი გამარჯვების მიღწევას პირველ ხაზზე თავმოყრილი საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით, ცდილობდა გაერღვია დაცვა და მოქცეულიყო ზურგში, საიდანაც შესძლებდა ყარაბაღზე შეტევის განხორციელებას.
აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე ცეცხლი გახსნა მშვიდობიან დასახლებებზე, რის შედეგადაც 2 აპრილს მოჰყვა ბავშვთა მსხვერპლიც. სკოლის გზაზე მინის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 12 წლის ვაღინაკ გრიგორიანი, კიდევ 2 ბავშვი მძიმედ დაშავდა.
აპრილის ომის დროს, სომხეთის შეიარაღებული ძალების 110 ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა 121 ჯარისკაცი და მოხალისე.
დღეს იმ ადამიანთა ხსოვნის დღეა, რომლებმაც თავისი თავის განწირთვით იხსნეს სხვა ათასთა სიცოცხლე.