აპრილის ომთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასება არსებობს, მაგრამ ამ ომმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე გასცა პასუხი. ფაშინიანი

2016 წლის აპრილის ომის შესახებ სხვადასხვა შეფასება არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, ომმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე გასცა პასუხი. ამის შესახებ, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
”კითხვა კი შემდეგი იყო, რამდენად შეუძლია დამოუკიდებლობის თაობას დაიცვას თავისი სამშობლოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი. ეს პასუხი მჭევრმეტყველური იყო, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობის თაობის ჯარისკაცები, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ისინი, არაჩვეულებრივი გმირობის მაგალითები გახდნენ, რითაც პასუხი გასცეს უმთავრეს კითხვებს. სომხეთი, არცახი, სომეხი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არცახის განმათავისუფლებელი ბრძოლის პირველი თაობის ჩვენი წარმომადგენლების შესავსებად მოვიდა ახალი თაობა, რომელიც ასევე გადამწყვეტად არის მზად იდგეს სამშობლოს თავდაცვის პოზიციებზე”,- აღნიშნა მან.