პოლიტიკა

არჩევნები მთიან ყარაბაღში და საქართველოსა და უკრაინის განცხადებები

ბაქოელი  პროპაგანდისტები  ვერ მალავენ სიხარულს   და ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა არ სცნობს  არცახის (მთიანი ყარაბაღის)  არჩევნებს. ბევრს შეუძლია ეს განცხადება აღიქვას  აზერბაიჯანული  დიპლომატიის  “გამარჯვებად”,  თუმცა  ფაქტები ბევრად უფრო ტრივიალურია.

პირველი ის არის, რომ არცახში შედგა ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატვა.   რამდენსაც არ უნდა ეცადოს ბაქომ და უწოდს არცახის მთავრობას „ერევანის მარიონეტები“ ან „კრიმინალური რეჟიმი“, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ არცახში ჩატარდა დემოკრატიული  და  პატიოსანი   არჩვნები, ამის დადასტურებაც არის მეორე ეტაპიც, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე, სადაც არჩევნები გათანაბრებულია თეატრალურ წარმოდგენასთან, ზოგჯერ კი ცირკთანაც.

მეორეც, რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებს, ეს ახალი არ არის. ცნობილია, რომ მათ აქვთ კონფლიქტები საკუთარ ტერიტორიებზე,  აუღიარებელი წარმონაქმნები თბლისისა და კიევისაგან დამოუკიდებლად.  ასეთივე წარმატებით სერბიის გამარჯვებასა და კოსოვოს დამოუკიდებლობასაც არ გამოხმაურებიან თბილისი და კიევი დადებთად, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ მსოფლიოს 97 ქვეყანას აეღიარებინა კოსოვოს. კიევისა  და თბილისის განცხადებაში  ჩვენ ვერ ვხედავთ ანტისომხურ კომპონენტს, მათი პოზიციები განპირობებულია მეტად რთული გეოპოლიტიკური სიტუაციით. ორივე ქვეყანა მშვენივრად თანამშრომლობს სომხეთთან და რამდენიც არ უნდა შეეცადოს ბაქო მათი ურთიერთობებისათვის ხელის შეშლას, არაფერი არ გამოუვა.    მთიანი ყარაბაღის (არცახის) დამოუკიდებლობა უდავო ფაქტია და მისი აღიარება გარდაუვალია, ბაქოს სურვილისა და ნებისმიერი ქვეყნის განცხადების მიუხედავად. ამ პროცესის დაჩქარებისათვის მნიშვნელოვანია   სწორედ დემოკრატიული რეფორმები, არჩევნების და მაქსიმალური ღიაობის პროცესი. არცახის ხელისუფლებას ეს კარგად აქვს შეგნებული და მუშაობს ამ მიმართულებით.  

ნახეთ მეტი
Back to top button