საზოგადოება

კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად თბილისში ჩატარდა გზების დეზინფექცია

თბილისში კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, ჩატარდა დეზინფექცია პეკინის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე (რუსთაველის მეტროდან ბარათაშვილის ხიდამდე) და ჰუალინგის დასახლებაში (ვარკეთილის მეტროსკენ). ამის შესახებ იტყობინება საქართველოს პირველი არხი, რომელიც ციტირებს ,,თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახურს.
,,თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელმა ჩაატარა დეზინფექცია სპეციალური ნივთიერებების და ტექნიკის მეშვეობით.

ნახეთ მეტი
Back to top button