მთავარისაზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი ეწვია „საინჟინრო ქალაქს“

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თავდაცვის მინისტრის დავით ტონოიანის და მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრის ჰაკობ არშაკიანის თანხლებით, ეწვია  „საინჟინრო ქალაქს“.

უპირველეს ყოვლისა მთავრობის მეთაურს გააცნეს  სომეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული  სამხედრო მნიშვნელობის  ტექნიკური ღონისძიებები და გადაწყვეტილებები,   რის შემდეგაც პრემიერ მინისტრი გაეცნო ხელოვნური რესპირატორული მოწყობილობების სარემონტო სამუშაოებს.

სომხეთის საინჟინრო ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი ამჟამად მუშაობენ ფილტვების რესპირატორული მოწყობილობების სრული ან ნაწილობრივი წარმოების მიმართულებით.  უახლოეს მომავალში კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენენ მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრის. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სპეციალისტები წარმატებით აღადგენენ იმ მოწყობილობებს, რომლებიც აქამდე ინახებოდნენ  საწყობში გამოუყენებლად.

პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომეხი ინჟინრების მუშაობას აღნიშნულ სფეროებში და აღნიშნა, რომ მთავრობა თავის მხრივ მზად არის მხარი დაუჭიროს პროგრამების ეფექტურად განხორციელებას.

ნახეთ მეტი
Back to top button