მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 281 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 281 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ნახეთ მეტი
Back to top button