მთავარიპოლიტიკა

სკანდალი საქართველოში. ოპოზიცია მოითხოვს დეპუტატ ენზელ მკოიანისთვის მანდატის ჩამოართვას

საქართველოში შიდაპოლიტიკური “ბრძოლა” მიმდინარეობს ქვეყნის პარლამენტის მოქმედ და ყოფილ  სომეხი ეროვნების დეპუტატთა ენზელ მკოიანისა და სამველ პეტროსიანის ჩხუბის გამო.

ერევანი – Sputnik ოპოზიცია მოითხოვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანისთვის (მმართველი პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”) მანდატის ჩამორთმევას და მის გასამართლებას. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
ასეთი მოთხოვნის წარმოდგენის მიზეზი გახდა იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ინციდენტი. შემთხვევა 26 მარტს, 15:40 საათზე მოხდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ სამველ პეტროსიანის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა იარაღის გამოყენებით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩხუბი თავად მათ შორის მოხდა. მკოიანსა და პეტროსიანს შორის. შედეგად დააპატიმრეს პეტროსიანი და მისი 19 წლის ძმისშვილი. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ოპოზიცია მომხდარში მკოიანს ადანაშაულებს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ დაკავდეს ამით.

“მკოიანმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ მომხდარზე”,- აღშფოთებულია დეკანოიძე.
მისი თქმით, ლაპარაკია სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელსაც ათობით ადამიანი მოწმე ჰყავს. “მივმართავ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს  ენზელ მკოიანის მიმართ, ასევე მივმართავ პარლამენტს მისი წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით”,- განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მკოიანის დასაცავად გამოვიდა მისი პარტიული კოლეგა, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და საპასუხოდ განაცხადა, რომ ენზელ მკოიანის დაპატიმრების ან მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის არავითარი მიზეზი არ არსებობს.
მისი თქმით, არ არის ვიდეო, სადაც ჩანს, ვინც პირველად დაიწყო ჩხუბი და გამოიყენა იარაღი.
,, ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი  ისვრის ენზელ მკოიანის, საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართულებით. მკოიანი კი ისვრის თვითდაცვის მიზნით”, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბის მიზეზი პარლამენტის მოქმედ და ყოფილ  სომეხი ეროვნების დეპუტატთა მრავალწლიანი კონფლიქტია.

ნახეთ მეტი
Back to top button