მთავარისაზოგადოება

სომხეთში რეგისტრირებულ ინფიცირებულთა რიცხვმა 736 მიაღწია

კორონავირუსული ინფექციის 73 ახალი შემთხვევა  დარეგისტრირდა სომხეთში.  ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ სომხეთში   3 აპრილის, დილის 11:00 საათის მდგომარეობით მიაღწია 736-ს, 7 ადამიანი გარდაიცვალა.  3258 ტესტმა უარყოფითი შედეგი გამოიღო. ამჟამად, რეალურად მკურნალობს 686 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 43 მოქალაქე.

სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს მთელ სომხეთის რესპუბლიკაში, 2020 წლის 16 მარტის საღამოს 6:30 საათიდან 2020 წლის 14 აპრილის საღამოს 5 საათამდე.  ქვეყანაში მოქმედებს  მკაცრი შეზღუდვის რეჟიმი.

ნახეთ მეტი
Back to top button