
1907 წელს გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთ სომხეთში დაიბადა სოციალისტური შრომის გმირი, კონიაკის წარმოების სპეციალისტი, სომხეთის სსრ დამსახურებული ინჟინერი მარქარ სედრაკიანი.
მისი დამსახურებაა, რომ სომხეთში გაფართოვდა საკონიაკო ხელოვნების მასშტაბები, ათასობით ჰექტარზე გადაიჭიმა ყურძნის საკონიაკო ჯიშის ვაზი და აშენდა კონიაკის ქარხანა. მისმა რეცეპტმა მსოფლიო აიძულა ეღიარებინა, რომ სომხური კონიაკი ფრანგულის ღირსეული კონკურენტია.
მარქარ სედრაკიანმა, ჯერ კიდევ ბავშვმა გამოიარა ოსმანეთის იმპერიაში განხორციელებული სომეხთა გენოციდის ეკლიანი გზა. გენოციდის მსხვრეპლი გახდნენ მისი მშობლები და ოჯახის წევრები. დაწყებითი განათლება მიიღო ბავშვთა სახლში. 1930 წელს დაამთავრა ერევნის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი, სადაც ლექციებს კითხულობდა 1940-48 წლებში.
1927 წლიდან იგი მუშაობდა სომხური კონიაკის ახალი ტიპების შექმნაზე, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა ამ წარმოებას. 1935 წლიდან არის სსრკ ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი. 1940 წლიდან – ერევანის კონიაკის ქარხნის მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგი. მარქარ სედრაქანი არის კონიაკების წარმოების ახალი ტექნოლოგიის ფუძემდებელი არა მხოლოდ სომხეთში, არამედ სსრკ-შიც.

1940-იანი წლების ბოლოს იგი რეპრესირებულ იქნა, შემდეგ გადაასახლეს ოდესაში, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა კონიაკის ქარხანაში. ჩერჩილმა ერთხელ როგორღაც აღნიშნა, რომ კონიაკ „დვინის“ გემო გარკვეულწილად შეიცვალა – ის უფრო გაუარესდა. სტალინი ელვისებურად გამოეხმაურა ამ ამბავს. მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ამ ნაზავის შემქმნელი მარქარ სედრაკიანი რეპრესირებული იყო, უბრძანა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ის ციმბირის ბანაკიდან, აღედგინათ იგი ქარხნის მთავარი ტექნოლოგის თანამდებობაზე და დაებრუნებინა პარტბილეთი. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კვლავ განაგრძო სომხური კონიაკის დალევა, როგორც მისი თანამედროვენი იხსენებენ, ის დღეში ერთ ბოთლს სვამდა.
მარკარ სედრაქიანი გარდაიცვალა 1973 წლის 1 ოქტომბერს ერევანში. 1975 წელს, ერევნის კონიაკის ქარხნის ტერიტორიაზე სომხეთის სსრ მთავრობის განკარგულებით მას ძეგლი დაუდგეს. 2007 წელს მარქარ სედრაქიანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა სომხური საფოსტო მარკა.