
„სპუტნიკი არმენია “ თავის მკითხველებს წარუდგენს ცნობილი ამერიკელი სომეხი ვარსკვლავების სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, სადაც ისინი ღიად ლაპარაკობენ, რომ ეროვნებით სომხები არიან.
კორონავირუსის გამო ადამიანები მთელს მსოფლიოში სახლებში არიან ჩაკეტილები. გამონაკლისები არც მსოფლიოში აღიარებული სომეხი ვარსკვლავები არიან, რომლებიც ცდილობენ იპოვონ ახალი და საინტერესო ჰობი, რათა სახლში ჯდომა ასე აუტანელი არ გახდეს.
კიმ კარდაშიანი, სერჟ თანკიანი, ანჟელა სარაფიანი, ალექსის ოჰანიანი და მრავალი სხვები ან უკვეთავენ სომხურ კერძებს, ან თვითონვე ამზადებენ, შემდეგ კი სიამოვნებით უზიარებენ მათ მილიონობით მიმდევრებს სოციალურ ქსელებში.
ამერიკელმა სომეხმა ბიზნესმენმა Reddit და Initialized Capital Venture Company- ის თანადამფუძნებელმა ალექსის ოჰანიანმა სოციალურ ქსელში მის გვერდზე განათავსა ფოტო, რომელზეც წარმოდგენილია სომხური ტოლმა. უკეთესი ეფექტისათვის ალექსის ოჰანიანმა ფოტოზე სომხეთის დროშა მიამაგრა.
„აქ ყველაფერი რეალურია“, – წააწერა ფოტოს ოჰანიანმა.

სომეხმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელა სარაფიანმა გადაწყვიტა თავისი ოჯახის გაოცება ტრადიციული სომხური პომიდვრის ომლეტით. ანჟელამ გამოაქვეყნა შესაბამისი ვიდეო თავის სოციალურ ქსელში.
“და ეს ჩემი სომეხი ხალხისთვისაა … პომიდვრის ომლეტი”, – წერს ვარსკვლავი ვიდეოში.

ლოს-ანჯელესში ცნობილი ტელეწამყვანი არაქსი კარაპეტიანი, რომელიც დაიბადა სომხეთში, ბებიის რეცეპტით ამზადებს კარტოფილს.
“მეხსიერებაში შემომრჩა … როდესაც პატარა ვიყავი, ბებია ასე მიკეთებდა შემწვარ კარტოფილს. მე ამ სურათს დედაჩემს ვუგზავნი, რომ ის უჩვენოს ბებიაჩემს“, – წერს არაქსი.

ამერიკელმა სომეხმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა დატვირთული გრაფიკის გამო გადაწყვიტა საჭმლის მიწოდების სერვისით სარგებლობა და მისი დიდი ოჯახისათვის ათობით „ლაჰმაჯო“ შეუკვეთა.
„ეს არის ჩვენი სომხური პიცა, მამას ძალიან უყვარდა , განსაკუთრებით მდნარი ყველით“, – ამბობს კიმი.
ზედმეტია იმის თქმა, რომ კიმის განცხადების შემდეგ, ლიბანში, სირიაში და თურქეთშიც არაერთმა მომხმარებელმა დაიწყო კამათი იმაზე, თუ რომელია ბოლოსდაბოლოს “ლაჰმაჯოს სამშობლო”.