”ნუთუ რეალურ ციფრებს წარმოადგენს საქართველო?” სხვაობები ერევანსა და თბილისს შორის კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

1IN.am. უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტში აქტიურად განიხილება მეზობელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კოროვირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. კერძოდ, ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ, სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა გადაიხადოს საკუთარი მოქალაქეების მარტის, აპრილისა და მაისის თვეების კომუნალური გადასახადები. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტია ის, რომ საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ფაქტობრივი რიცხვი, ყოველდღიურად გამოცხადებული ახალი მონაცემებით, გაცილებით დაბალია, ვიდრე სომხეთში, თუმცა ინფექციის გავრცელება იქ უფრო ადრე დაიწყო.
საქართველოს მაგალითი ციტირებულია ძირითადად პოზიტიურ ფონზე, ხოლო კრიტიკა მიმართულია სომხეთის ხელისუფლების მიმართულებით, თუ რატომ არ მივყევით ქართულ მაგალითს და, სწორედ ამიტომ, სომხეთში დღითი დღე იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. ფეისბუქის ერთ – ერთი მომხმარებელი არმინე ჰოვჰანნისიანის სახელით, რომელიც საქართველოს ბოლნისის რაიონში ცხოვრობს, განსხვავებულ სურათს წარმოგიდგენთ. კერძოდ, მოქალაქე ამბობს, რომ მისი მეგობრის მამას კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა დაახლოებით კვირინახევრის წინ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მის ტესტირებაზე, თქვეს რომ მათ ტესტი არ აქვთ. ”ადამიანი ავად არის და დღემდე ტესტირებული არაა. თუ დავუშვებთ, რომ ამგვარი სცენარი მუშაობდა სხვა ადამიანების შემთხვევაშიც, მაშინ ფაქტობრივი პაციენტების რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად წარმოდგენილი”, – აღნიშნა ბოლნისის რაიონის მოქალაქემ.
საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების სომხური ინსტიტუტის ექსპერტის, არმენ ვარდანიანის აზრით, არც თუ იმდენად მიზანშეწონილია შედარება საქართველოსთან.
”პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რა სოციალური დახმარების პროგრამებს ახორციელებს საქართველო, მხოლოდ კომუნალური გადასახადების გადახდით პრობლემა არ მოგვარდება. ზოგი უხდის უმუშევრებს, ზოგი უხდის კომუნალურ გადასახადებს. მაგალითად, აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა, თითოეულს 1,200 დოლარის დახმარება გამოუყოს. თითოეული ქვეყნის მთავრობას აქვს საკუთარი პოლიტიკა. მართებული არ არის იმის თქმა, რომ კომუნალური გადასახადი პრობლემის მოგვარებაა. ჩვენმა მთავრობამ განსხვავებული სტრატეგია მიიღო”,-,,პირველ საინფორმაციოს”-თან საუბრისას განაცხადა მან.
ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ძნელი სათქმელია, თუ რატომ არის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დაბალი და არ ფიქსირდება შემთხვევების ისეთი ზრდა, როგორიცაა სომხეთში. ვარდანიანის დაკვირვებით, ზოგი ქვეყანა სიმართლეს მალავს. ”მაგალითად, ჩინეთი ცნობილია კარგი მმართველობითა და კარგი მენეჯმენტით. მაგრამ ახლახან აშშ-ს სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომ ჩინეთმა მოატყუა მთელი მსოფლიო, სინამდვილეში დაღუპულთა რიცხვი რამდენჯერმე მეტია. შესაძლოა, მანიპულირება იყოს საქართველოს შემთხვევაშიც, ვერ ვიტყვით. მაგალითად, თურქეთის შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია, რომ 80 მილიონიან ქვეყანაში შემთხვევათა რიცხვი იმდენია, როგორც ეს ოფიციალურადაა წარმოდგენილი. ბელორუსშიც საეჭვოდ მცირეა. საქართველო, რომელიც სატრანზიტო ქვეყანაა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა აქვს, მოძრაობა უფრო მეტია, ვიდრე სომხეთში, საეჭვო რიცხვებს აქვეყნებს. ძნელი სათქმელია, რა არის რეალობა”.
ვარდანიანმა ასევე შეახსენა, რომ ,,როდესაც ირანში ეპიდემია ახალი გავრცელებული იყო, ახალი ამბების სააგენტომ “რადიო ფარდამ” ანონიმურ ავტორთან ერთად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ,,მორგები სავსე იყო”. ”მაგრამ ოფიციალურად ძალიან მცირე რაოდენობა ქვეყნდებოდა”.
პარტია ,,მემკვიდრეობის” თავმჯდომარის მოადგილის, ნარინე დილბარიანის მოსაზრებით, მთავრობის, აღნიშნულ შემთხვევებში კომენდანტურის გარკვეული ქმედებების კრიტიკა გამიზნულია მათ შესავსებად.
”საქართველოსთან შედარება გარკვეულწილად ბუნებრივია, რადგან სიახლეებში ხალხმა, იმის გამო, რომ სამყარო ერთნაირ მდგომარეობაშია, უნდა დაინახონ, რამდენად შესადარებელია ჩვენი ნაბიჯები. ვფიქრობ, ამას უარყოფითი კი არა, პირიქით, დადებითი შედეგი მოჰყვება”, – ,,პირველ საინფორმაციოს”-თან საუბრისას განაცხადა მან.
დილბარიანის თქმით, დღეს რესპუბლიკაში შესაბამისი პროფესიული ძალების შეფასებების განზოგადების და დაზუსტების საჭიროებაა. ”ძალზე სასურველი იქნებოდა პრემიერ-მინისტრს და დაინტერესებულ ინსტანციებს საჯარო საუბარი გაემართათ, რომლის წარმოდგენა შესაძლებელი იქნებოდა ონლაინ რეჟიმში. მოიწვიონ ისეთი ფიგურები, რომელთაც აქვთ კრიზისების მართვის გამოცდილება. უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთმა როგორც 90 – იან, ასევე 2000-იან წლებში არ განიცადა ასეთი ეპიდემია, მაგრამ მას შეექმნა სხვადასხვა პრობლემა და გადაჭრა სასიცოცხლო მნიშვნელობის მრავალი საკითხი”. ჩვენი თანამოსაუბრე ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან შედარება ძირითადად კეთდება კომუნალური გადასახადების შესახებ თბილისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ”გულწრფელად რომ გითხრათ, ეს კომუნალური საკითხები ჩვენთვის დიდ პრობლემად გადაიქცევა, განსაკუთრებით ”გაზპრომ არმენიის ”პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ტარიფების გაზრდასაც აპირებს და პანდემიის ამ პირობებშიც ჩვეულებრივი ეკონომიკური ლოგიკით ხელმძღვანელობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიცე პრემიერ-მინისტრი მჰერ გრიგორიანი რეგულარულად აჟღერებს საკითხს, რომ გაზის ფასი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ რეალობასთან შეუსაბამოა, მაგრამ ის მუდმივად აღნიშნავს, რომ ჩვენთან ფასები ფიქსირებულია და ფიქსირებული ფასი შეიძლება გარკვეულწილად ხელსაყრელი ჩანდეს, მაგრამ ბაზრის ასეთი, უზარმაზარი რყევების დროს შეიძლება ბევრი ზიანის მიყენება. ამიტომ, ჩვენმა მთავრობამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების ახალი ეტაპი რუსეთთან, ძირითადი ენერგომატარებლების მომწოდებელ ერთადერთ ქვეყანასთან. დღეს ბევრს საუბრობენ, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს უპროცენტო პირობებით ეძლევათ საშუალება იმოქმედონ და გადაუხადონ თავიანთ თანამშრომლებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ საზოგადოების უზარმაზარი ნაწილისთვის, ამ ამინდის პირობებში გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებით გამოწვეულმა თანხებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სარეზერვო ფონდებში არსებობს შესაბამისი საშუალებები, ჩვენ უბრალოდ უნდა დავაზუსტოთ იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ეს სჭირდება. ისინი შეიძლება არც კი იყვნენ დარეგისტრირებულნი, ცუდი გადამხდელები იყვნენ, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს პანდემიის პირობებში მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა ამ სასიცოცხლო პრობლემებთან შეჯახებიდან”.