Foreign Policy საქართველოს ”მოულოდნელი წარმატების” შესახებ კოროვირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში

ჟურნალმა Foreign Policy- მა ისაუბრა საქართველოს “მოულოდნელ წარმატებაზე” კოროვირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
News.am. 03.04 სტატიაში საუბარია მსოფლიო მთავრობის და მოქალაქეების რეაქციაზე კოროვირუსული პანდემიის შესახებ. ”ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები აჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია”,- აღნიშნულია გამოცემაში.
საქართველოს წარმატებას, ავტორები ხსნიან კორონავირუსზე ადრეული რეაგირებით. ”მცირე ზომის და რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, თებერვლის ბოლოს, ქვეყანამ სერიოზული ზომების მიღება დაიწყო, მათ შორის სკოლების დახურვა და ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება. ამ დრომდე, COVID-19– სგან საქართველოში არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ”მე ვფიქრობ, რომ ამას დაეხმარა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ თავიდანვე სერიოზულად მიიღო ეს”, – მიიჩნევს ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.