კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ 11 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული. გვაქვს ერთი სიკვდილი. ნიკოლ ფაშინიანი (ვიდეო)

6 აპრილის 11:00 საათისთვის, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ 11 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც თავისთავად კარგი ამბავია. ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე ხნის წინ აღნიშნა, და დასძინა, რომ ტესტირებულია 263 მოქალაქე.
ფაშინიანმა დასძინა, რომ სამწუხაროდ ცუდი ამბებიც გვაქვს. ”ჩვენი 68 წლის თანამემამულე გარდაიცვალა ორმხრივი პოლისეგმენტური შერწყმული პნევმონიით, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის შედეგია. მას ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობა – იშემიური ინსულტი”.
ფაშინიანის თქმით, ეს ძალიან კარგი ამბავია. ”იმისათვის, რომ ამ ახალ ამბავს სრულფასოვანი შეფასება მივცეთ, ჩვენ უნდა დაველოდოთ დღევანდელ მონაცემებს, რომელსაც ხვალ დილით გავარკვევთ. მაგრამ, მეორე მხრივ, შემიძლია მოვიყვანო, მაგალითად, 3 აპრილის მონაცემები, რომლის თანახმად, 253 გამოკვლევიდან 34 პოზიტიური იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ტემპს შევადარებთ, დინამიკის 3 – ჯერ შემცირება გვაქვს.
თუ ჩვენი იმედები გამართლდება და ამ ტემპის შემცირება დადასტურდება, და ამას ჩვენ გავიგებთ ხვალინდელი, მეორე დღის მონაცემების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ზომებმა, რომელიც უამრავ უხერხულობას იწვევს, დაიწყო პოზიტიური შედეგების გამოღება. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო კვირაში, თუ გავაგრძელებთ კომენდატურის უფრო მკაცრ შეზღუდვებს, ჩვენი შანსი გაიზრდება, რომ ორშაბათს დავიწყოთ რეჟიმების შესუსტება და დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნებას.
მე ამას ვამბობ იმისთვის, რომ თავს უფლება მივცე, ვთხოვო, რომ დღეს და მომავალ კვირაში უფრო გულმოდგინედ ვეცადოთ დავიცვათ შეზღუდვები. თუ ეს შეზღუდვები ნამდვილად იძლევა შედეგს, დღევანდელი მონაცემები იმედისმომცემია და მან უნდა შთაგვაგონოს, რომ მაქსიმალურად მკაცრი ვიყოთ საკუთარ თავთან, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში. თუ ეს დინამიკა იარსებებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავტეხეთ ეპიდემიის ხერხემალი”,- აღნიშნა ფაშინიანმა.