მთავარიპოლიტიკა

რია ნოვოსტი: პუტინმა ფაშინიანს ესაუბრა კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, იტყობინება რია ნოვოსტი კრემლის პრესსამსახურზე მითითებით.
აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრის დროს, ორივე ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა.
აღნიშნულია, რომ საუბარი სომხური მხარის ინიციატივით მოხდა.
”განიხილეს კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ზომები. ნიკოლ ფაშინიანმა ამ კონტექსტში მადლობა გადაუხადა რუსული მხარის მიერ გაწეული დახმარებისთვის”,- აღნიშნულია შეტყობინებაში.

ამასთან, საუბარია იმის შესახებ, რომ პუტინი და ფაშინიანი საუბარში ასევე შეეხნენ ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხაზით ურთიერთქმედებას. გარდა ამისა, შეთანხმდნენ მოსალოდნელი კონტაქტების განრიგზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 822 შემთხვევა აღირიცხა. სულ 833 კოროვირუსული შემთხვევა დადასტურდა 6 აპრილს. 4096 ადამიანის ტესტირებისას დაფიქსირდა უარყოფითი შედეგი. ფაქტობრივად, ამჟამად 763 ადამიანი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 62 ადამიანი მიაღწია. გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button