მთავარისაზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, თუ როდის დატოვებს დაკავებულ თანამდებობას

ნიკოლ ფაშინიანმა პასუხი გასცა Facebook- ის მომხმარებლების კითხვებს პირდაპირ ლაივში, კითხვაზე თუ როდის აპირებს ის დაკავებული თანამდებობის დატოვებას უპასუხა, რომ იგი დატოვებს მთავრობას, როდესაც იგრძნობს, რომ დაემსგავსა თავის წინამორბედებს.
”არ მგონია, რომ მე მათ ვგავარ, როდესაც ვიგრძნობ, რომ მე მათ დავემსგავსე – იმ წამსვე დავტოვებ თანამდებობას. ეს იქნება ჩემთვის მორალური დასასრული, რასაც არ დავუშვებ“, – თქვა მან.
ფაშინიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ყოფილი, ასევე ახლანდელი დამნაშავეები უნდა დაისაჯონონ.