პოლიტიკა

რობერტ ქოჩარიანმა უჩივლა ნიკოლ ფაშინიანს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი 2 მილიონი დრამის კომპენსაციას ითხოვს პრემიერ-მინისტრის განცხადებების გამო.
ერევანი, 7 აპრილი – Sputnik. სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა უჩივლა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. სასამართლო საინფორმაციო სისტემაში აღნიშნულია, რომ ქოჩარიანმა სარჩელი შეიტანა საჯაროდ გამოთქმული  ცილისწამებისთვის, ღირსებისა და პატივისცემის დაცვის მოთხოვნის შესახებ.
სარჩელი შეტანილ იქნა 3 აპრილს, რეზოლუცია დაედო ქალაქ ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე ტიგრან გრიგორიანის მისამართით.

ქოჩარიანის ადვოკატმა ჰაიკ ალუმიანმა Sputnik Armenia– ს განუცხადა, რომ ისინი სასამართლოსგან 2 მილიონი დრამის კომპენსაციას ითხოვენ. მისი თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი პრემიერ-მინისტრის განცხადებაა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ, რომელიც მან გამოთქვა მარტში.
ერთ-ერთ გამოსვლაში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სერჟ სარგსიანი, რობერტ ქოჩარიანი, გაგიკ ხაჩატრიანი, გაგიკ ბეგლარიანი, არამ ჰარუთიანიანი თავის ნაძარცვს კაპიკ-კაპიკ მოიტანენ, რომელიც მოხმარდება ჯარის განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button