ეკონომიკამთავარი

სომხეთი უნდა გახდეს მზა პროდუქციის ქვეყანა: პრემიერ მინისტრის მითითება ეკონომიკის განვითარებაზე

სომხეთის მთავრობის ხედვა კრიზისის დასაძლევად  დაკავშირებულია მოკლევადიან და გრძელვადიან პრობლემეთან. “არმენპრეს” -ის ცნობით, ამის შესახებ აღნიშნა  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე,  უპასუხა რა ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვას, თუ რა ნაბიჯს დგამს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სრული აღდგენისა და მსოფლიო ეკონომიკაში სომხეთის პოზიციების განმტკიცებისათვის.  

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოკლევადიანი პერიოდისათვის დასახული  ამოცანაა მიმდინარე წელს რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ კაპიტალური ინვესტიციები, რადგანაც ეს ის ინვენსტიაციებია, რომლებიც ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილებს. გრძელვადიან პერსპექტივაში  კი  პრემიერ-მინისტრის აზრით,  მთავარი ინვენსტირება  უნდა განხორციელდეს  ადამიანური რესურსის, ტექნოლოგიის და ცოდნის განვითარების სფეროებში.  

”ჩვენი სტრატეგიული ხედვა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ის არის, რომ  სომხეთი გახდეს  მზა პროდუქციის ქვეყანა და არა ნედლეულის მიმწოდებელი. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ტექნოლოგიებს. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ნედლეულის ბრუნვა გრძელვადიანია, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ დამატებული ღირებულების მაღალ დონეს. ჩვენ ვგეგმავთ  გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარებას. გასული წლის მონაცემებით, ჩვენ დავაფიქსირეთ მნიშვნელოვანი ინდექსი, გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და დავინახეთ, რომ გადამამუშავებელი ინდუსტრია გახდა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ”- თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

რაც შეეხება სომხეთში მეტალურგიული საწარმოების დაარსებას, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ეკოლოგიური  დებატების გამართვა.  „ ეკოლოგია თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ასევე არის პრიორიტეტი სომხეთის მთავრობისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი ეკონომიკა უნდა განვითარდეს  გარემოს დაცვის იმ წესების გათვალისწინებით, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. ”- დასძინა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button