ეკონომიკა
სომხეთს წინადადება შემოაქვს რუსული გაზის საფასური გადახდილი იქნას რუბლით: ფაშინიანი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება წარმატებით წარიმართება

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უფრო ლოგიკურად მიაჩნია რუსული გაზის საფასურის გადახდა არა დოლარში, არამედ რუბლით. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა “ფეისბუქზე” ლაივისას. როგორც მან აღნიშნა ამის შესახებ პუტინთან სატელეფონო საუბარიც კი ჰქონდა. „ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დოლარიზაციის მაღალ დონეზე, მაგრამ ჯერჯერობით რუსულ გაზს დოლარში ვღებულობთ. ჩემი წინადადებაა და დღესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორი იქნებოდა, რომ გაზისთვის გადავიხადოთ რუბლი, რადგან ვფიქრობ, ეს უფრო ჯდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კონტექსტში. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება“, – თქვა ფაშინიანმა.