სომხეთში დაიწყება უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციის პროცესი: ფაშინიანი

სომხეთში შეიქმნება უკანონო ქონების კონფისკაციის სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის კორუფციონერებს ჩამოერთვას უკანონოდ შეძენილი ქონება და დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ამის შესახებ განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის პირდაპირ ლაივში.
„ამჟამად ნაციონალურ ასამბლეაზე განიხილება კანონი, დარღვევებით შეძენილი ქონების ჩამორთმევის შესახებ, რომელიც პირველი მოსმენით მიღებული იქნა, იმედი მაქვს, რომ იგი მიღებული იქნება მეორე მოსმენითაც. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონს და ის ძალაში შევა სომხეთში დაიწყება უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციის პროცესი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სისხლის სამართლის საქმეებთან. ეს საქმეები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სისხლის სამართლის საქმეებისგან დამოუკიდებლად. ამისათვის შეიქმნა ახალი სისტემა, კორუფციონერების მიერ უკანონოდ შეძენილი ქონება დაექვემდებარება კონფისკაციას და დაუბრუნდება სახელმწიფოსა და ხალხს“,- თქვა პრემიერ მინისტრმა. როგორც ფაშინიანმა თქვა, ეს არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შესაძლებლობას.