მთავარისაზოგადოება

ჩვენ ამოცანად დავისახეთ, რომ დღეში 1000 ტესტი გავაკეთოთ: ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენ დავსახეთ ამოცანა, რომ უახლოეს დღეებში ყოველდღიური ტესტების რაოდენობა გავზარდოთ 1000-მდე. ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა  მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, უპასუხა რა კითხვას ემზადებიან თუ არა მოსახლეობის მასობრივი ტესტირებისათვის.

„დღეს ჩვენ  ყოველდღიურად 250-300 და ზოგიერთ შემთხვევაში  400 ტესტს ვატარებთ.  მაგრამ ჩვენ გამიზნული გვაქვს ამ კვირიდან, შესაძლოა  ხვალ ან ზეგ  დღეში 1000 ტესტი გავაკეთოთ. ამჟამად ჩვენ ვახდენთ  დიდი  რაოდენობის ტესტების შესყიდვას, დაახლოებით 70 ათასისა”, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ერთ – ერთ სამეცნიერო ინსტიტუტში განიხილება ტესტების ადგილობრივი წარმოების შექმნის საკითხი. ”მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გამოვყავით საკმაო თანხები იმისთვის, რომ შევიძინოთ  საჭირო  მასალა და მივაწოდოთ ინსტიტუტს. 550 000 აშშ დოლარს გამოვუყოფთ  მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტს, რომ ადგილზე ჩატარდეს ტესტის წარმოება. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ეს შესაძლებელია. რაც შეეხება მასობრივ ტესტირებას, დიახ ჩვენ ჩავატარებთ, რადგან  დღეში 1000 ტესტირება  ეს უკვე  საკმაოდ სერიოზული რიცხვია“.

ნახეთ მეტი
Back to top button