ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სომხეთში შეინიშნა პატიმართა რიცხვის კლება

სომხეთში დაფიქსირდა პატიმრობის დონის ყველაზე დიდი ვარდნა ევროსაბჭოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა, სადაც მიუთითებს ევროსაბჭოს კრიმინალური სტატისტიკის 2019 წლის ანგარიშზე.
”ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მაჩვენებელი საკმაოდ დამაიმედებელია. მოხსენების თანახმად, სომხეთის ევროსაბჭოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, პატიმრობის დონის ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა – 36% (2018 წელს, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაკავებული იყო 3536 ადამიანი, ხოლო 2019 წელს – 2266). ამავე მოხსენების თანახმად, ამჟამად სომხეთი მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, რომლებთაც 100000 მოსახლეზე აქვთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ის შედარებულია გერმანიასთან, დანიასთან და სლოვენიასთან“, – წერს ბადაშიანი. ”ქალ პატიმართა რიცხვი სომხეთში 2019 წელს შეადგენდა 3.2% -ს, რაც კვლავ დაბალია ევროპულ საშუალოზე. წლიური კრიმინალური სტატისტიკის შესწავლა ასევე საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დადებიტად დავახასიათოთ მთავრობის სტრატეგიული მიდგომები, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავისუფლების აღკვეთილ პირთა გარდაცვალებისა