კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სომხეთში: რამდენი „დიდი თევზი“ დაიჭირეს 2019 წელს?

სომხეთის გენერალური პროკურატურა კვლავ აგრძელებს 2019 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებლების გამოქვეყნებას.
2019 წელს, სომხეთის რესპუბლიკის წინასწარი გამოძიების ორგანოების წარმოებაში გამოძიებული კორუპციული ხასიათის მასალებიდან სისხლსამართლებრივ დევნას დაექვემდებარა სულ 1264 პირი, რომელიც 2018 წელთან შედარებით 31.6 %-ით მეტია ( 960 კაცი). ასეთ სტატისტიკას აქვეყნებს სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა.
საინფორმაციო მასალის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში კორუფციული ხასიათის საქმით სისხლსამართლებრივ დევნას დაქვემდებარებული პირებიდან 530 იყო თნამადებობის პირი, საჯარო მოხელე, რაც 2018 წელთან შედარებით 60-ით ანუ 12.8 % მეტია.
საქმიანობის სფეროს კლასიფიკაციის მიხედვით სისხლსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარა 2 ყოფილი პრეზიდენტი, 3 მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსი, საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2 მოსამართლე, 1 პროკურორი, სამხედრო პოლიციის უფროსი და სხვები.