საზოგადოება

პლუს ცამეტი პაციენტი: საქართველოში კორონავირუსით 208 ინფიცირებულია

8 აპრილის დილისთვის საქართველოში კოროვირუსით დაავადებული კიდევ 13 ადამიანი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა რიცხვი 195-დან 208 -მდე გაიზარდა, იუწყება Newsgeorgia.
პირველი ინფიცირებული დაფიქსირდა საქართველოში 26 თებერვალს. მას შემდეგ, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 46-ს შეადგენს. გარდაიცვალა 86, 81 და 79 წლის სამი პაციენტი.
ამჟამად კარანტინში სულ 4,682 ადამიანია. საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 375 პაციენტი.
კორონავირუსით დაავადებული 13 ახალი პაციენტიდან ხუთია ბათუმში, ორი ქუთაისში, დანარჩენი ექვსი თბილისში.
ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი, რომელთაგან 13-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექვსი პაციენტის ასაკი 18 წლამდეა.

ნახეთ მეტი
Back to top button