საზოგადოება

რაც ფაშინიანმა ნახა, იმას მთელი მსოფლიო ნახავს. განხორციელდება სრ სამხედრო პროდუქტების ექსპორტი

ჰაკობ არშაკიანმა აღნიშნა, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების პერსპექტივაში, იქმნება ინსტრუმენტები სომხური პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე შესატანად.
ერევანი, 8 აპრილი Sputnik. სომხეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქტები შეიძლება ახლო მომავალში გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა.

”ეს ზეთანამედროვე ნაწარმია. მსგავსი პოტენციალი სომხეთში არსებობს, და ის მთლიანად დაპროექტებულ იქნა სომხეთში. საზღვარგარეთის ბაზრებზე შესვლის თვალსაზრისით, ჩვენ  ასეთი ბლოკი გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაში და ახლა ჩვენ ვმუშაობთ ინსტრუმენტებზე”,- თქვა არშაკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო-სამრეწველო კომისიის მომავალ სხდომაზე შემუშავებულ ვარიანტებს პრემიერ-მინისტრსაც წარუდგენენ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი მალე შეძლებს პროდუქციის გატანას საზღვარგარეთ.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, უპასუხა რა ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, განაცხადა,რომ სულ რაღაც 3 დღის წინ მან ნახა რაღაც დაუჯერებელი საკუთარი თვალით.

”მსურს გაცნობოთ ერთი სიახლის შესახებ, რაც სინამდვილეში საიდუმლოა. ცხადია, მთლიანად თქმა არ შემიძლია, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ მაჩვენეს სომხური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციის ნიმუში, რაც ადასტურებს, რომ სომხეთში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ახალ დონეზეა. ეს ნიმუში არა მხოლოდ ზეთანამედროვე პროდუქტია, არამედ ნულიდან იქნა მისი აწყობა სომხეთში”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მხოლოდ ამ პროდუქტის არსებობა ამტკიცებს, რომ ჩვენ გვყავს პროფესიონალები, რომლებსაც ნულიდან შეუძლიათ სამხედრო პროდუქციის წარმოება.
ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაა. მან პრობლემის გადაჭრა დაუკავშირა სომხეთის ტექნოლოგიურ ქვეყნად გადაქცევასა და სომხეთში საინჟინრო და ტექნიკური სამეცნიერო აზრის განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button