ანალიტიკა

როგორ შეიცვალა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ინდექსი კორონავირუსის პირობებში? სრ პასპორტმა ერთი საფეხურით გააუმჯობესა თავისი პოზიცია

,,თერთ.ამ” ამა წლის იანვარში, Henley Passport Index-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, იაპონიის მოქალაქეების პასპორტები ყველაზე ძლიერია მსოფლიოში, რადგან ის საშუალებას აძლევს ვიზის გარეშე ეწვიოს 191 ქვეყანას.
მაგრამ ახლა, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის 93 პროცენტი კორონავირუსის გამო ცხოვრობს მოძრაობის შეზღუდვისა და იზოლირების პირობებში, სიტუაცია შეიცვალა. ამის შესახებ  წერს  CNN, პასპორტის სიძლიერის ინდექსის დამაარსებლის, კომპანია Henley & Partners -ის ხელმძღვანელის კრისტიან კელინის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
”ინდექსი ემყარება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს და მოიცავს 199 პასპორტს და 227 მიმართულებას”, – აღნიშნა კელინმა და შენიშნა, რომ იაპონია ინარჩუნებს წამყვან პოზიციას 2020 წლის მეორე კვარტალშიც.
იაპონიას მოსდევს სინგაპური, გერმანია და სამხრეთ კორეა იყოფენ მესამე ადგილს.
მეოთხე ადგილს იკავებენ ლუქსემბურგი, ესპანეთი, იტალია და ფინეთი. მეხუთე ადგილზე არიან ავსტრია და დანია. ინდექსის მონაცემების განახლება ხდება რეალურ დროში და მაშინ როდესაც ხდება ცვლილებები ვიზების გაცემის პოლიტიკაში.
საშუალოდ, მსოფლიოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე ეწვიონ 107 ქვეყანას, რაც თითქმის გაორმაგებულია 2006 წლის 58 მიმართულებასთან შედარებით. იმ წელს ამოქმედდა Henley Passport Index-ი.
შეგახსენებთ, რომ იანვარში გამოქვეყნებული მონაცემებით, სომხეთი 81-ე ადგილზე იყო, სრ პასპორტმა დაუშვა ვიზის გარეშე 62 ქვეყნის მონახულების უფლება.
7 აპრილის მდგომარეობით, სომხეთი მე-80 ადგილზეა და ახლა სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე ეწვიონ 63 ქვეყანას.

ნახეთ მეტი
Back to top button