მთავარისაზოგადოება

სომხეთმა თვითმფრინავი გაგზავნა ჩინეთში, სამედიცინო აღჭურვილობისა და ტესტების მისაღებად

სომხეთმა თვითმფრინავი გაგზავნა ჩინეთში, რათა ხელოვნური სუნთქვის ხელსაწყოები და ათობით ათასი კოროვირუსული ტესტი ჩამოიტანოს. ეს ინფორმაცია „სპუტნიკი არმენიას“  მიაწოდეს საკომენდანტოდან.

31 მარტს, სომხეთის  ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სომხეთის ჯანდაცვის სისტემა აღიჭურვება ახალი მოწყობილობებით, კერძოდ, ისინი შეიძენენ 100 სუნთქვის აპარატს, 60 000 ტესტს, აგრეთვე სხვა სამედიცინო ნივთებს – ნიღბებს, სპეციალურ სამედიცინო ტანსაცმელს, სათვალეებს.

„თვითმფრინავი დღეს გაემგზავრა, ის ხვალ-ან ზეგ დაბრუნდება და ჩამოიტანს სამდიცინო აღჭურვილობასა და სხვა საჭირო ნივთებს“, –  თქვა საკომენდანტოს სამხედრო მოსამსხაურემ.

სწორედ ამ რეისით ჩამოვა სომხეთში თოროსიანის შეპირებული  100 სუნთქვის აპარატი, 60 000 ტესტი, ნიღბები და სხვა მასალა.  

ნახეთ მეტი
Back to top button