მთავარისაზოგადოება

ისრაელმა გამოაცხადა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ახალი პრინციპების შესახებ. სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირი შევა უფლის საფლავის ტაძარში

News.am. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორისა და მსოფლიო რელიგიების საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, აკივა ტორმა აცნობა შესწორებების შესახებ, რომლებიც   კოროვირუსული ეპიდემის გამო  შეტანილ იქნა იერუსალიმში უფლის წმინდა საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალში, რომელიც წინ უძღვის მართლმადიდებლურ აღდგომას, იუწყება ,,სრ“-ი.

წელს, ვნების შაბათს (18 აპრილი) ცერემონია  კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური ზომების გამო გაიმართება მომლოცველთა გარეშე და მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით.

ათასობით მომლოცველის ნაცვლად, დაახლოებით ათი ადამიანი შევა უფლის საფლავის ტაძარში, როგორც ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში ხდება. სასულიერო პირებთან ერთად, ტაძარში შევა რამდენიმე ჟურნალისტი ცერემონიის გასაშუქებლად.

უფლის საფლავის სამლოცველოში შევლენ იერუსალიმის პატრიარქი და სომხური სამოციქულო ეკლესიის იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენელი. ეკლესიაში ასევე იქნებიან კოპტური და სირიის ეკლესიების სასულიერო პირები.

სხვა მართლმადიდებლური (რუსული მართლმადიდებლური, ქართული, უკრაინული, მოლდოვური, რუმინული) ეკლესიების წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად ტაძარში იმყოფებიან,  ცეცხლს მიიღებენ ქუჩაში.
ცეცხლს ჭურჭლით  მიიტანენ აეროპორტში, სადაც მათ თვითმფრინავებში დელეგაციები დახვდებიან, რომლებიც ცეცხლს წაიღებენ თავიანთ ქვეყნებში.

ნახეთ მეტი
Back to top button