საერთაშორისო

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალიებს ერგება

„სპუტნიკი- საქართველო“:

სულ უფრო მეტი ქართული კომპანია გამოთქვამს ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული ახალი წესებით მუშაობის მზადყოფნას, ერგება ახალ რეალიებს და ონლაინ-ბიზნესს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების გამო 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესა და განსაზღვრა კონკრეტული საწარმოები, რომელთაც მუშაობის უფლება ჰქონდათ. მოგვიანებით გადაწყდა ამ სიის გაფართოება იმათთვის, დაადასტურებდა, რომ ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებულ წესებს დაიცავდა.

„ბიზნესის ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად და საკმაოდ წარმატებულადაც. ჩვენ შრომის ინსპექციასთან ერთად 6 და 7 აპრილს შევამოწმეთ 76 კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელთაგან 40-ზე მეტ კომპანიას დროებით შეუჩერდა საქმიანობა და რომლებმაც მოითხოვეს თავიანთი საქმიანობის განახლების შესაძლებლობა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, იმ 40 კომპანიიდან, რომლებმაც განაცხადი შემოიტანეს, 26-მა უკვე მიიღო მუშაობის უფლება, დანარჩენებს კი მისცეს დრო ხარვეზების გამოსასწორებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button