მთავარიპოლიტიკა

მნაცაკანიანსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ისაუბრეს კოროვირუსზე

ზოჰრაბ მნაცაკანიანსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა.
ერევანი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზოჰრაბ მნაცაკანიანს და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც განიხილეს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიმართულებით განსახორციელებელი ნაბიჯები.
”საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის ვითარება კოროვირუსთან დაკავშირებით, ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები და ნეგატიური გავლენის განეიტრალება”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მნაცაკანიანმა და ლავროვმა ასევე  მოსაზრებები გაცვალეს ორმხრივი ურთიერთობების, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების, კუხო- ს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, დსთ-ს და გაეროს წრეებში თანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი შედგა სომხური მხარის ინიციატივით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთში ჩამოვიდა რუსი სპეციალისტების ჯგუფი.

ნახეთ მეტი
Back to top button