საზოგადოება

ნაღდალიანმა კომენტარი გაუკეთა თურქეთის განცხადებას სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით და დაფინანსებით განხორციელდა თურქეთიდან სომხეთში დაბრუნების მსურველი სამოცდაათი სომეხი მოქალაქის დაბრუნება.
ერევანი, 9 აპრილი – Sputnik სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას. Sputnik Armenia– სთან საუბარში ასეთი განცხადება გააკეთა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ანა ნაღდალიანმა უპასუხა რა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომ თურქეთი მზადაა დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გუშინ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღინიშნებოდა, რომ თურქეთი აპირებს დაეხმაროს სომხეთს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
”ჩვენ ვიცით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს  თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის თაობაზე პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. როგორც მესამე მხარე, ჩვენ თავს შევიკავებდით არაოფიციალურ ინფორმაციებზე კომენტარის გაკეთებისგან”,- თქვა ნაღდალიანმა.

შეეხო რა სომხეთის მოქალაქეების თურქეთიდან სომხეთში გადაყვანას, ნაღდალიანმა აღნიშნა, რომ ყველა შესაძლო ზომას იღებს სომხეთი, რათა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სომხეთში დაბრუნება.
მისივე თქმით, პრიორიტეტი ენიჭება რთულ ვითარებაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ეპიდემია. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თურქეთში მყოფი და სომხეთში დაბრუნების მსურველი სომხეთის მოქალაქეების ჩამოყვანაზე.

ნაღდალიანის განცხადებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა თურქეთში მყოფი დაახლოებით 100 მოქალაქე.
”საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევითა და დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს ტერიტორიით სომხეთში დაბრუნების მსურველი სამოცდაათი სომეხი მოქალაქის გადაცემა, რომლებიც სომხეთში ჩამოსვლისთანავე ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს”, – აღნიშნა ნაღდალიანმა.
მან დასძინა, რომ სომეხ მოქალაქეთა გადაყვანა შეთანხმებულია შესაბამის თურქულ-ქართულ სამსახურებთან, რომელთა მხარდაჭერა დასაფასებელია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა მოუწოდა თურქეთში მყოფ სრ მოქალაქეებს მიმართონ საკონსულო დეპარტამენტს რეგისტრაციისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button