
წელს „საინჟინრო ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა განაცხადა პრეს -კონფერენციისას.
„კონტრაქტორთა კონკურსის შედეგები უკვე შეაჯამეს. მიწის სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს. ისინი დაგეგმილია ზაფხულის ან შემოდგომის დასაწყისში. ”- თქვა მინისტრმა.

„საინჟინრო ქალაქი“ აშენდება მოლდოვეთის ქუჩასა და გარნის კზატკეცილის შუაში მდებარე მიწის თავისუფალ ნაკვეთზე. ეს პროექტი წარმოადგენს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მიღწეული განვითარების პროგრამაა, საჯარო და კერძო სფეროების პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის რეგიონში ექსკლუზიური საინჟინრო-კვლევითი ცენტრის შექმნას.
ქალაქი იგეგმება, როგორც საინჟინრო რესურსცენტრი, არსებული საინჟინრო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, წარმოების გაზრდისა და ახალი მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციების შესაქმნელად.
ქალაქი განთავსდება 3.0 ჰექტარზე.